საოფისე სამუშაო გაცხიმიანებას უწყობს ხელს
ადამიანები სტრესის, ან მოწყენის შედეგად კვების რეჟიმს არღვევენ. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ნორმირებული სამუშაო შესაძლოა, თანამედროვე ადამიანის წონის მომატების რეალურ მიზეზად იქცეს,- წერს ინდურ “The Times of India“ -ზე დაყრდნობით რუსული ინტერნეტგაზეთი ,,მედდაილი.რუ“.
თურმე მავნე პროდუქტებით ადამიანი ხშირად სამუშაოზე იკვებება. ამავე მიზეზით ისინი, ვინც დიეტაზე არიან, კვების რეჟიმს სისტემატურად არღვევენ.
როგორც კომპანია“ Fruyo“-ის გამოკითხვამ ცხადყო, ადამიანების 37% მშრალ ორცხობილას სწორედ სამუშაოზე მიირთმევს. ამასთან, ყოველი მეათე მავნე პროდუქტებით კომპიუტერთან ჯდომის დროს, ან სულაც ტუალეტში ფარულად იკვებება. ხშირად ადამიანი მოწყენისგან უფრო მეტს ჭამს. გამოკითხულთა 41% ზედმეტი ჭამის მიზეზად არასაკმარის გონებრივ სტიმულირებას მიიჩნევს. 26% აცხადებს, რომ მავნე პროდუქტებს ძალის მოსამატებლად მიირთმევენ.
საერთო ჯამში, ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში მარკეტინგის განყოფილებაში მომუშავე ადამიანები არიან, რადგან მათ მაგიდაზე შესაძლოა, ყველაზე ხშირად გაჩნდეს: შოკოლადები, კექსები, ჩიპსები და ორცხობილები. მარკეტინგის განყოფილების მუშაკებს ბუღალტრები მოსდევენ, შემდეგ კი – ადვოკატები. ასე, რომ ვფიქრობთ, გასათვალისწინებელი სტატისტიკაა არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიის ადამიანებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც დღის განმავლობაში მჯდომარე სამუშაოს შესრულება უწევთ. ამიტომ ეცადეთ, შესვენებებზე მაინც გახვიდეთ სუფთა ჰაერზე და მეტი იმოძრაოთ, პროდუქტებიდან კი,- უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.