„ვინც სიცრუის ტირაჟირებას ახდენს, ის მალე იქნება მხილებული“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ვინც სიცრუის ტირაჟირებას ახდენს, ის მალე იქნება მხილებული.
“ვიდეომასალა, სხვა მასალისგან განსხვავებით, თავად ქმნის შთაბეჭდილებას საკუთარ თავზე. ასე, რომ მნახველმა თავად განსაჯოს, რასთან გვაქვს საქმე. თანამედროვე ვითარებაში ტყუილი და მართალი აღარ იმალება. ვინც სიცრუეს ტირაჟირებას უკეთებს, ის მალე იქნება მხილებული. თითოეულმა ჩვენგანმა გავაანალიზოთ, დავფიქრდეთ, რა ხდება და ასე გავაკეთოთ დასკვნები. არ ვარ ექსპერტი ვიდეოინჟინერიაში, რომ ამის თაობაზე რაიმე მოგახსენოთ. ვისურვებდი, პოლიტიკური ოპონენტები ქვეყანაში უფრო პროდუქტიულად ვოპონირებდეთ ერთმანეთთან. ანუ ჩვენი ოპონირება ხელს უწყობდეს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას და არა გაუთავებელ მითქმა-მოთქმას იქეთ-აქეთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ,რომ რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა რამდენიმე ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც მოქალაქეები პატრულის თანამშრომლებს არაკორექტულად მიმართავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები