“სამშობლოსა და საკუთარი ტერიტორიების დაცვისთვის ადამიანი არ უნდა დაისაჯოს”
უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის შესაძლო გათავისუფლებას გამოეხმაურა.
ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კვიციანი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
როგორც ჩაფიძემ განმარტა, სამშობლოსა და საკუთარი ტერიტორიების დაცვისთვის ადამიანი არ უნდა დაისაჯოს. „კვიციანის წინააღმდეგ ბრალდებას, როგორც ჩანს, პროკურატურა უკეთ იცნობს და შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა. მე ამ ადამიანთან დაკავშირებით ვიცი, რომ ის იცავდა საკუთარ ქვეყანას და სამშობლოს. სამშობლოს დაცვისათვის, საკუთარი ტერიტორიების დაცვისთვის, რომელიც სააკაშვილმა სამარცხვინოდ ჩააბარა რუსეთს, არ უნდა დაისაჯოს ადამიანი, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.