საქართველოში ხვალიდან ნალექიანი ამინდი იქნება
ხვალიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალიდან მოსალოდნელია მცირე წვიმა და თოვლი, თუმცა დღის მეორე ნახევრში გამოიდარებს და მომდევნო დღეეებში უნალქო ამინდები შენარჩუნდება.
„ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში დილის საათებში მოსალოდნელია მცირე თოვა. ასევე შესაძლოა, ითოვოს დასავლეთ საქართველოს მღალმთიან რაიონში. დღის მეორე ნახევრიდან თითქმის ყველგან გამოიდარებს და შემდეგი დღეები უმეტესად უნალექო იქნება“, – განაცხადა გვაზავამ.
მისივე განმარტებით, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევადობა არ აღნიშნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 12-15, აღმოსავლეთში კი 8-13 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, გვაზავას განმარტებით, თბილისში დღეს და ხვალ საღამოს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა კი 1-3 გრადუსი იქნება.