„თუ ირაკლი ფირცხალავას დააკავებენ, მის უფლებებსაც დავიცავ“
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ თუ ირაკლი ფირცხალავას დააკავებენ, მის უფლებებს ისევე დაიცავს, როგორც სხვის უფლებს, – ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა გადაცემაში „არჩევანში“ აღნიშნა.
„რა თქმა უნდა დავიცავ ირაკლი ფირცხალავას უფლებებსაც, ისევე როგორც სხვა პატიმრების უფლებებს. სახალხო დამცველი დაიცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებას. ომბუდსმენი ნებისმიერი ადამიანის უფლებას იცავს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და ჩვენ ამას გავაკეთბთ“, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.