პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდებიან

საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში, შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, პარლამენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდა. ხვალიდან,1 დოლარის ოფიციალური ფასი 1,9962 ლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები