რა კავშირშია ვაზაგაშვილის უკანასკნელ წერილთან გივი თარგამაძე – ბესელიას განცხადება
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იური ვაზაგაშვილის მიერ მისთვის მიწერილ უკანასკნელი წერილს შინაარს იხსენებს. როგორც ბესელიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა “პირველ სტუდიაში“ საუბრისას განაცხადა, წერილში მას იური ვაზაგაშვილის სთხოვდა პასუხი გასცემოდა “ნაციონალური მოძრაობის“ “ზღვარგადასულ უზნეობას“, რომელიც მისი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.
“ჩემთვის მოწერილ წერილში იური ვაზაგაშვილი ითხოვდა პასუხი გამეცა იმ ზღავრგადასული უზნებოსთვის რასაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კადრულობდნენ. კონკრეტულად ის ასახელებდა გივი თარგამაძეს, რომელიც განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებდა გარდაცვლილის სულს. ის ზურა ვაზაგაშვილს იხსენიებდა დამნაშავედ და ამას აკეთებდა საჯარო განცხადებებში“, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, მისთვის გაუგებარია იმ ფონზე როცა გახმაურებული საქმეების გამო, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავის დროზე ბოდიში არ მოუხდიათ, რა უფლებით საუბრობენ დღეს დამრიგებლური ტონით. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის და სხვა საქმეების ფალსიფიცირება მოახდინა და მტკიცებულებები გააყალბა, მათ დაზარალებულებად არ სცნეს ოჯახები. ბოდიშიც კი არ მოუხდიათ და რა უფლებით გვასწავლიან დღეს ჭკუას საინტერესოა?!“ – განაცხადა ბესელიამ.