ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენს პიტერ როსკამს შეხვდა. შეხვედრა დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა პიტერ როსკამს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ.მანვე მადლობა გადაუხადა ამერიკელ კონგრესმენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთის.შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები