ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის მეფის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის მეფის, აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ეს დიდი დანაკარგია არა მხოლოდ საუდის არაბეთის ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი უდიდებულესობის, როგორც გლობალური ლიდერის, როლი. თქვენო უდიდებულესობავ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ რთულ ჟამს საქართველო იზიარებს საუდის არაბეთის ხალხის მწუხარებას. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში, რომელიც მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის გაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები