პრემიერი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე ბურკჰალტერს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, შეჯამდა შვეიცარიის, როგორც 2014 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიერ გაწეული საქმიანობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთთან ურთიერთობის პროცესში გაწეული შუამავლობისთვის; ასევე მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის და აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.
თავის მხრივ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შვეიცარია საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს.
საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების არსებულ პერსპექტივას და მისი განხორციელების გზებს, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და საინვესტიციო მიმართულებით.
აღინიშნა, რომ მიუხდევად იმისა, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეობა შვეიცარიამ სერბეთს გადააბარა, 2015 წლის ბოლომდე შვეიცარიის მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ანჯელო გნედინგერი აღნიშნულ პოსტზე საქმიანობას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები