დავით ბაქრაძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს კრისტოფ ბერგნერს შეხვდა

საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმა, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება, ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიის მნიშვნელობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და გერმანიის ბუნდესტაგის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მეგობრების ჯგუფის წევრმა კრისტოფ ბერგნერმა 22 იანვარს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე.
დავით ბაქრაძემ გერმანულ მხარეს დეტალურად გააცნო ასოცირების სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და განსაკუთრებულად აღინიშნა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი. სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გადაწყვეტილებებში.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინიტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხზე. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განუხრელად აჩვენებს პროგრესს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონული თვალსაზრისით, არამედ, მთლიანად ევროპისათვის. თავის მხრივ, გერმანელმა სტუმარმა წარმატებულად შეაფასა საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის შესრულება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოლოდინები ამ მიმართულებით გამართლდება. აქვე აღნიშნა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი უახლოეს პერიოდში მოახდენს საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები