სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაუმუშავებელი მიწის გადასახადთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაუმუშავებელი მიწის გადასახადთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობა მიწის დამუშავების წახალისების მოდელზე მუშაობს.
მათი განმარტებით, ხელისუფლების მიდგომა ასეთია – ერთი მხრივ, პირობითად, შეუმცირდეთ გადასახდი მათ, ვინც მიწას ამუშავებს და, მეორე მხრივ, გადასახადი გაეზარდოთ მათ, ვისაც საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ათეულობით ჰექტარი ფართობი წლებია მიტოვებული და დაუმუშავებელი აქვს.
“დღეს საქართველოში დაახლოებით 750 000 ჰექტრამდე სახნავი მიწის ფართობია, საიდანაც 400 000 ჰექტრამდე მუშავდება. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მცირემიწიან ფერმერებსა და გლეხებს ხვნის სამუშაოებში ეხმარება.
შესაბამისად, დაუმუშავებელი მიწების უმეტესი ნაწილი არა გლეხებისა და ფერმერების მცირე მიწებია, არამედ, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის დიდი, ათეულობით ჰექტარი მასივები, რომლებიც კერძო პირებმა ან კომპანიებმა შეიძინეს და უკვე წლებია ხელუხლებელია.
ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მათ, ვინც სასოფლო-სამეურნეო მიწას ამუშავებს და ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქცია მოჰყავს.
ამ მიმართულებით მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს. ხელისუფლების მიდგომა ასეთია – ერთი მხრივ, პირობითად, შევუმციროთ გადასახდი მათ, ვინც მიწას ამუშავებს და, მეორე მხრივ, გავუზარდოთ მათ, ვისაც საკუთრეაბში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ათეულობით ჰექტარი ფართობი წლებია მიტოვებული და დაუმუშავებელი აქვს.
მნიშვნელოვანია, გაჩნდეს სტიმული, მფლობელებმა აღნიშნული მიწის ფართობები დაამუშაონ/ გასცენ იჯარით, ან იქონიონ ისეთ მდგომარეობაში, რომ პრობლემები არ შეუქმნან მომიჯნავე ნაკვეთებს“,- ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები