დავით საგანელიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პარლამენტს პრეზიდენტის მისაღებად დრო არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პარლამენტს პრეზიდენტის მისაღებად დრო არ აქვს. მისი თქმით, პარლამენტი პრეზიდენტს თებერვალში ელოდება.
“რა თქმა უნდა, პრეზიდენტს მიიღებს პარლამენტი და ეს შედგება თებერვალში. ერთადერთი, ეს არ იქნება თებერვლის პირველი დღეები. დღეზე შევთანხმდებით. პრეზიდენტს აქვს მზადყოფნა, განწყობა, სურვილი და ვალდებულებაც, რომ პარლამენტში მოვიდეს. მეორე მხრივ, პარლამენტიც ველოდებით მას”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები