პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში 4 თებერვალს აღარ გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში 4 თებერვალს აღარ გაიმართება, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა განმარტა, საშემოდგომო სესიაზე ვერ მოხერხდა რიგი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და სწორედ ამ თემებზე მსჯელობას დაუთმობს პარლამენტი თებერვლის დასაწყისს.
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის თარიღს, საკითხი პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე თებერვლში უნდა წარდგეს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად პარლამენტი ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.