„ნაღმი, რომელზეც ვაზაგაშვილი აფეთქდა, სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალა იყო“

„ადგილზე არსებული მასალების საფუძველზე ჩვენ შეგვექმნა წარმოადგენა, თუ რა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა ყოფილიყო. ეს სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალაა“,- აღნიშნული განცხადება იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეზე მომუშავე დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ალთუნაშვილის თქმით, აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობა ქარხნული წესით არის დამზადებული და მისი შეძენა „შავ ბაზარზე“ შესაძლებელია.
„შემთხვევის ადგილის დათვალიერება დიდხანს, დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღმოჩენილი იქნა ნაწილები და დეტალები, რომლებიც საშუალებას გვაძლევდა, წარმოგვედგინა და გამოგვეკვლია ნივთმტკიცება. ამოღებული მასალები შემთხვევის ადგილზე დათვალიერების შემდეგ  გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ადგილზე არსებული მასალების საფუძველზე ჩვენ შეგვექმნა წარმოდგენა, თუ რა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა ყოფილიყო. ეს არის სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალა. წვდომა ამასთან არავის აქვს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მერე დაიდება სურათი იმისა, თუ რა ვითარებაში მოხდა აფეთქება“,- განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.
რაც შეეხება ნაღმის დისტანციურ მართვას, ექსპერტის განცხადებით, დისტანციური აფეთქების თანმხლები მექანიზმები დათვალიერების დროს არ აღმოჩნდა. ალთუნაშვილის განცხადებით, ის ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება მექანიკური შეხების შედეგად მოხდა.
შეგახსენებთ, რომ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები