ცნობილი პიროვნებები, რომლებმაც ერთ ადამიანზე ორჯერ იქორწინეს

1966344_10202601188023849_1186283352_o

1. პამელა ანდერსონი 1995-1998 წლამდე გათხოვილი იყო როკმუსიკოს ტომი ლიზზე. მათ ორი შვილი: ბრენდონ ტომას ლი და დილან ჯაგერ ლი ჰყავთ.1995 წლის ივნისში პამელა ანდერსონს მუცელი მოეშალა. 2006-2007 წლებში პამელა ანდერსონი ცოლად გაჰყვა როკმუსიკოს კიდ როკს. 2006 წლის ნოემბერში კი მას მეორედ მოეშალა მუცელი. პამელა ანდერსონი 2014 წლის 11 იანვარს ხელმეორედ გაჰყვა ცოლად კინოპროდიუსერ რიკ სალომონს.[divider] Insert you content here [/divider]

1978776_10202601205424284_44314754_n

2. ელიზაბეტ ტეილორი 1964-1974 წლამდე რიჩარდ ბარტონის მეუღლე იყო, შემდეგ კი – 1975-1976 წლებში. 1964 წელს მათ შვილად აიყვანეს სამი წლის გოგონა. ტეილორი სულ რვაჯერ იყო გათხოვილი სხვადასხვა მამაკაცზე. ბერტონს კი ხუთჯერ ჰყავდა ცოლი.[divider] Insert you content here [/divider]

1925134_10202601208864370_1895890568_n

3. ემინემის მეუღლე ორჯერ გახდა კიმბერლი ენ სკოტი. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ სკოლაში გაიცნეს. ისინი პირველად 1999 წელს დაქორწინდნენ, 2000 წელს კი ერთმანეთს გაშორდნენ. 2006 წელს მათ ხელმეორედ იქორწინეს, თუმცა მეორე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა და ისინი იმავე წლის იანვარში გაიყარნენ.[divider] Insert you content here [/divider]

1888451_10202601212264455_1302389282_n

4. ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი რვაჯერ იყო დაქორწინებული. იგი ელეინ აკინსზე ორჯერ დაქორწინდა, პირველად 1961–1963, შემდეგ კი 1967–1972 წლებში. ლარი კინგს სამი სხვადასხვა მეუღლისგან ოთხი შვილი ჰყავს.[divider] Insert you content here [/divider]

1978714_10202601217704591_2142836825_n

5. ამერიკელი მსახიობი მელანი გრიფიტი ოთხჯერ იყო გათხოვილი. 1976 წელს ის ცოლად გაჰყვა დონ ჯონსონს. 1980 წელს კი მისი მეუღლე სტივენ ბაუერა გახდა, ვისთანაც შვიდი წელი იცხოვრა. 1989 წელს ის მეორედ გაჰყვა ცოლად დონ ჯონსონს, თუმცა შვიდი წლის შემდეგ – 1996 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იმავე წელს მელანი გრიფიტი ცოლად გაჰყვა ანტონიო ბანდერასს.[divider] Insert you content here [/divider]

1911742_10202601221464685_1693342878_n

6.ჟან-კლოდ ვან დამის და გლედის პორტუგეზის ურთიერთობა 1987-1992 წლამდე გაგრძელდა. შვიდი წლის შემდეგ – 1999 წელს კი ისინი ისევ დაქორწინდნენ და ამ დრომდე ცოლ – ქმრად ითვლებიან. ვან დამი სულ ხუთჯერ იყო დაქორწინებული და არც ერთი ურთიერთობა ხუთ წელზე მეტხანს არ გაგრძელებულა. [divider] Insert you content here [/divider]

 1781957_10202601228224854_978967476_n

7. ავსტრალიელი მსახიობის პოლ ჰოგანის მეუღლე 1958 წლიდან 1981 წლამდე ნოელინ ედვარდსი იყო, თუმცა დაშორებდან ოთხი წლის შემდეგ ისევ დაქორწინდნენ. 1986 წელს კი კვლავ გაიყარნენ.[divider] Insert you content here [/divider]

1939457_10202601232944972_1517004806_n

8. ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დონ ჯონსონი განქორწინებებისა და ნარკოტიკების გამო ხშირად ხვდება ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში. მან ორჯერ მოიყვანა ცოლად მელანი გრიფიტი – თავიდან 1976 წელს, მეორედ კი 1989-1996 წალმდე.[divider] Insert you content here [/divider]

1010107_10202601235625039_516268352_n

9. ავსტრალიელი მსახიობი ჯეკი უივერი ცოლად ორჯერ გაჰყვა დერინ ჰინჩს, პირველად 1983-1996, შემდეგ კი 1997-1998 წლებში. ჯეკი სულ ხუთჯერ იყო გათხოვილი.[divider] Insert you content here [/divider]

923162_10202601240065150_1068957570_n

10. როზმარი კლუნი – 1953-1961 წლამდე და მეორედ – 1964-1967 წლებში გათხოვილი იყო პუერტორიკოელ მსახიობ ხოსე ფერერზე, რომელიც მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ოსკარს ფლობს. მათ ხუთი შვილი ჰყავთ. როზმარი კი სიმსივნის დაავადებით გარდაიცვალა. მათი შვილები: მიგელი და რაფაელი მსახიობები გახდნენ.[divider] Insert you content here [/divider]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები