ყველიერი: შვიდი მიზეზი ახალი ცხოვრების დასაწყებად
იტალიაში არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც ახალ წლამდე ძველი ნივთები უნდა გადაყაროთ, მათთან ერთად წარსულის ტვირთიც მოიშოროთ და ცხოვრება ,,სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოთ. წარსულთან განშორებისა და უკეთესი ცხოვრების დაწყების იდეა ყველიერის ტრადიციაშიც არის ჩადებული. რამდენადაც მხიარულად და გემრიელად იზეიმებ ყველიერს, ახალი წლის მოსავალი მით უფრო ხვავრიელი იქნება და ცხოვრებაც გაცილებით ბედნიერი გახდება. თავად განსაჯეთ: საღამო, დაქალებთან მკითხაობები, მეგობრებთან ერთად სეირნობა… ამიტომ რაც შეიძლება, მეტი ბლინი გამოვაცხოთ და მოვიმარაგოთ წითელი ხიზილალა და კარგი განწყობა!
24 თებერვალი – პირველი დღე
ტრადიციის მიხედვით პირველ ბლინს უპოვარ და უსახლკარო ადამიანს აძლევენ. ყველიერი ძალიან ახლობელ ადამიანებთან ერთად ოჯახურ მყუდრო გარემოში უნდა დავიწყოთ. გაცნობებთ ტრადიციული ბლინის დამზადების წესს: ერთმანეთში ავურევთ: 1 ლიტრ რძეს, 2 სუფრის კოვზ შაქარს, 1 ჩაის კოვზ მარილსა და 4 სუფრის კოვზ მზესუმზირას ზეთს, დავუმატებთ არაჟნიან ფქვილს და მათ ცხიმის გარეშე ვწვავთ. შემდეგ კონვერტის ფორმას ვაძლევთ და ზემოდან ხიზილალას წავუსვამთ.
25 თებერვალი – მეორე დღე
ტრადიციის მიხედვით ეს დღე მკითხაობას უნდა დაუთმოთ. მოიმარჯვეთ სარკე, სანთლები და დაქალებთან ერთად შეიკრიბეთ, გაიგეთ საყვარელ ადამიანზე ყველაფერი: ბლინს წითელ თევზთან ერთად აირჩევს ადამიანი, რომლიც ღრუბლებში დაფრინავს, ხოლო ხაჭოთი,- კეთილი ადამიანი, არაჟნით -უხასიათო და წითელი ხიზილალით კი – ნამდვილი მამაკაცი.
26 თებერვალი- მესამე დღე
ტრადიციის მიხედვით ამ დღეს სიძეები სიდედრებთან ბლინებზე მიდიან სტუმრად, მაგრამ გაფრთხილება სიძეებს: არ დაგავიწყდეთ წითელი ხიზილალის წაღება.
27 თებერვალი- მეოთხე დღე
ამ დღიდან სეირნობა უფრო სერიოზული მასშტაბით გაგრძელდება. ტრადიციის მიხედვით უფროსებიც კი ერთობოდნენ საქანელაზე და ციგებით სრიალებდნენ. მოკლედ, მეგობრებთან ერთად შეიკრიბეთ და გაერთეთ!
28 თებერვალი – მეხუთე დღე
აუცილებლია, რომ სიდედრი მოიწვიოთ სტუმრად და მეგობრული შეკრების მერე ოჯახში დაისვენოთ. სიდედრს არა მარტო კლასიკური, არამედ კარტოფილისგან დამზადებული ბლინებიც უნდა შესთავაზოთ, ანუ ხიზილალის ნაცვლად ამ დღეს ბლინებში კარტოფილი უნდა იყოს.
1 მარტი – მეექვსე დღე
საკუთარი კულინარიული ტალანტის გამოვლენა ახალგაზრდა ცოლს შეუძლია. მოიწვიეთ სტუმრად ქმრის ოჯახი და ნათესაობა, მოუწყვეთ მათ ოჯახური ვახშამი და მიიღეთ დამსახურებული ქათინაურები. მოამზადეთ ფერადი ბლინები, ოღონდ ამჯერად ჩვენ მიერ მოწოდებულ რეცეპტში ათქვეფილ მასას ჭარხლის წვენი მოასხით და სხვადასხვა ფერის ფვხნილები, რაც, საერთო ჯამში, ბლინებს ფერად შეფერილობას მისცემს.
2 მარტი – მეშვიდე დღე
ტრადიციის თანახმად, ამ დღეს ყველას პატიება სთხოვეთ. პასუხი ასეთი უნდა იყოს: ღმერთმა შეგინდოს! გვერწმუნეთ, მიუხედავად ამ ფრაზის ფორმალურობისა, თქვენ საოცარ სიმსუბუქეს იგრძნობთ. ამის შემდეგ თქვენ სრული მორალური უფლება გექნებათ, რომ ყველიერის ბოლო დღეს განსაკუთრებულად იხალისოთ. ამ დღეს კლასიკური ბლინებისგან დიდი უგემრიელესი ტორტის მომზადება შეგიძლიათ.