“ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის“

ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს “ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, სომხურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე 450 ეკლესიის გადაცემის თხოვნით იუნესკოს მიმართა.
“კულტურის სამინისტროს კომპეტენცია ნამდვილად არ არის რელიგიური კუთვნილების გარკვევა. ამ სიაში მოხსენიებულ და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ვუდგებით როგორც ძეგლებს და ვზრუნავთ მათზე, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა”, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
“ინტერფსაქსის“ ინფორმაციით, სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხეთის ეპარქიის კუთვნილ ტაძრებად აღიარების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას გამოცემა “სანდო წყაროზე” დაყრდნობით ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები