გურამ ოდიშარია ავარიაში მოჰყვა – ის ერთი თვეა სახლში მკურნალობს

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გურამ ოდიშარია უკვე ერთი თვეა სახლში მკურნალობს. ის ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ „კვირას“ თავად  ოდიშარიამ განუცხადა.
მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე დეკემბერში მოხდა.
„შემთხვევა დეკემბერში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ჩემს მანქანას უკნიდან სხვა მანქანა დაეჯახა. შედეგად სწორედ ის ფეხი მეტკინა, რომელიც ადრე მქონდა ტრავმირებული. მოკლედ, გადავრჩი, მაგრამ ფეხის ტკივილები დღემდე მაწუხებს. ახლა გავცივდი და წელის არეში ტკივილებიც დამემატა. იმდენი საქმე მაქვს სამსახურში, არადა ავადმყოფობის გამო ბიულეტენზე ვიმყოფები და სახლში ვმკურნალობ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გურამ ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, რომ გურამ ოდიშარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლის თანამდებობაზე 1 აგვისტოს დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები