პატარა კაცის პატარა ოცნებები
მსოფლიოში ყველაზე დაბალი მამაკაცი 28 წლის ედვარდ ჰერნანდესია, რომელიც ფერმაზე, შეყვარებულსა და ჯიპზე ოცნებობს. ეს არ არის დიდი ოცნება, თუმცა ედვარდისთვის, რომელიც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ დასახლებაში ცხოვრობს, ყველა ეს ოცნება აუხდენელია. ედვარდი ბავშვობიდან განიცდიდა, რომ ის სიმაღლეში არ იზრდებოდა, თუმცა დროდადრო ნაკლს შეეგუა. იგი დღეების უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს და გარეთ არ გადის, რადგან უცხო ხალხი მას მრავალ შეკითხვას უსვამს და მის ხელში აყვანას ცდილობს. თუმცა იმ ფაქტმა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე დაბალ მამაკაცად აღიარეს, ედვარდი ძალიან გაახარა. მისი თქმით, მან ცრემლები ძლივს შეიკავა და თავი განსაკუთრებულად იგრძნო. ახლა ედვარდი მეგობართან ერთად სავაჭრო ცენტრში მუშაობს და დღეში 50 ევროს გამოიმუშავებს.