უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ბიბლიოთეკით დისტანციურად სარგებლობის საშუალება მიეცათ
დღეიდან უცხოეთში მცხოვრებ ყველა თანამემამულეს შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ბიბლიოთეკით დისტანციურად ისარგებლოს, – აღნიშნულ ინფორმაციას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი ავრცელებს.
როგორც სარაჯიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ბიბლიოთეკით სარგებლობა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილი თანამემამულეთა სოციალური ქსელით www.tanamemamule.ge არის შესაძლებელი.
„დღეიდან უცხოეთში მცხოვრებ ყველა თანამემამულეს აქვს შესაძლებლობა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჰქონდეს ბიბლიოთეკით დისტანციურად სარგებლობის საშუალება. სადაც თავმოყრილია ქართული მწერლობის ნიმუშები, რომელიც ხელს შეუწყობს დიასპორაში ქართული ენისა და ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებას. ბედნიერი ვარ, რომ 2012 წელის ოქტომბერში ჩაფიქრებული ეს ამბიციური იდეა დღეს განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება. ბიბლიოთეკით სარგებლობა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილი თანამემამულეთა სოციალურ ქსელით www.tanamemamule.ge არის შესაძლებელი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ციფრული ბიბლიოთეკა დაეხმარება ჩვენს თანამემამულეებს, უცხოეთში შეინარჩუნონ სამშობლოსთან სულიერი ფესვები და მუდმივი კავშირი დიად ქართულ მწერლობასთან”, – წერს ზაალ სარაჯიშვილი სოციალურ ქსელში.