ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს და ესტონეთს “მანდარინების” ოსკარზე წარდგენას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს და ესტონეთს ზაზა ურუშაძის ფილმის „ოსკარზე“ წარდგენას ულოცავს.
“ვულოცავ საქართველოს! ვულოცავ ესტონეთს!
ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი „ოსკარზეა“ ნომინირებული. “მანდარინები” ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორისაა. ყველას გილოცავთ!”- ნათქვამია მილოცვის წერილში.