“მანდარინები” ოსკარზე წარადგინეს – “გავგიჟდები კიდევაც”
ამ წუთებში ბევერლი ჰილსში სამუელ გოლდუინის სახელობის თეატრში ამერიკის კინო აკადემიის უმაღლეს ჯილდოზე წარსადგენი ნომინანტები სახელდებიან. საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში ესტონეთის სახელით ზაზა ურუშაძის “მანდარინები” დასახელდა.
ფილმის რეჟისორმა ფილმის ამერიკის უმარლეს ჯილდოზე ნომინირებას საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მოკლე კომენტარით უპასუხა: ”გავგიჟდები კიდევაც”, – წერს ურუშაძე.
საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე ასევე დასახელდა რუსეთის ლევიატანი, პოლონეთის სახელით, ტიმბაგტუ მავრიტანიის სახელით.