პრეზიდენტისა და არასამთავრობოების შეხვედრაზე კანდიდატების ვინაობა არ განხილულა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობოებთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილმა მოისმინა არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. კონკრეტული კანდიდატების ვინაობა არ განხილულა. პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ ამავე თემის განხილვის მიზნით კონსულტაციები როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას „კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების“ ოცზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.