ალასანიას პერიოდში მისი უწყების მიერ გამოცხადებული სამხედრო ფორმის ესკიზური პროექტის კონკურსი ჩავარდა

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2014 წლის 20 მაისს მინისტრ ირაკლი ალასანიას ბრძანებით გამოცხადებული სამხედრო ფორმის ესკიზური პროექტის კონკურსი ჩავარდა.

კონკურსში მონაწილე დიზაინერებმა სრულყოფილი ესკიზი ვერ წარმოადგინეს, შესაბამისად, კონკურსი ვერ შედგა. ამის შესახებ “კვირას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მსურველებს სამხედრო ფორმის ესკიზური პროექტის კონკურსში მონაწილეობის თაობაზე სამინისტროსთვის განცხადებით მიმართვისთვის 2014 წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით მიეცათ ვადა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავდნენ, კონკურსის მიზანს სარიტუალო და სამხედრო ფორმის საუკეთესო ესკიზის ნიმუშის გამოვლენა წარმოადგენდა.
ესკიზური პროექტები სპეციალურად შექმნილმა კომისიამ განიხილა, რომელიც 11 წევრისგან 4 ნოემბერს დაკომპლექტდება.new_view1
კომისიის წევრებს საუკეთესო ესკიზი 23 ნოემბერს უნდა გამოევლინათ.
როგორც “კვირასთვის“ გახდა ცნობილი, სამხედრო ფორმის ესკიზური პროექტის კონკურსში ესკიზი სულ სამმა დიზაინერმა წარადგინა.
თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმის ტანსაცმლის საუკეთესო ესკიზის ნიმუშის შემუშავებისა და გამოვლენის მიზნით კონკურსის ჩატარების თაობაზე ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც 2014 წლის 20 მაისით თარიღდება, ვკითხულობთ:
1. საკონკურსოდ წარმოდგენილი უნდა იქნას სამხედრო ფორმის ტანსაცმელი:
ა) სახმელეთო, ავიაციის და საზღვაო შემადგენლობის უმაღლესი ოფიცერისათვის: სადღესასწაულო; სააღლუმე-გამოსასვლელი; ყოველდღიური სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ესკიზის ნიმუშები (კომპლექტაცია), ზაფხულის, ზამთრის,საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონისათვის, როგორც ქალების ასევე მამაკაცებისათვის):
ა.ა) პიჯაკი;
ა.ბ) შარვალი (ქალებისთვის დამატებით ქვედაბოლო);
ა.გ) ქამარი ლითონის შესაკრავით; ა.დ) პერანგი – გრძელსახელოებიანი; ა.ე) პერანგი – მოკლესახელოებიანი ა.ვ) ქუდი წინაფრიანი ; ა.ზ) ბერეტი; ა.თ) ჰალსტუხი; ა.ი) მაისური მოკლე და გრძელ სახელოებიანი.ზამთრისა და საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონისათვის წარმოდგენილი უნდა იქნას დამატებით: ა) ლაბადა; ბ) მანტო; გ) პულოვერი კუთხოვანი ყელით.
ბ) სახმელეთო, ავიაციის და საზღავაო შემადგენლობის სხვა დანარჩენი სამხედრო
მოსამსახურეებისათვის: სადღესასწაულო; სააღლუმე-გამოსასვლელი; ყოველდღიური
სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ესკიზის ნიმუშები (კომპლექტაცია), ზაფხულის, ზამთრის, საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონისათვის, როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისათვის): ბ.ა) პიჯაკი; ბ.ბ) შარვალი (ქალებისთვის დამატებით ქვედაბოლო);
ბ.გ) ქამარი ლითონის შესაკრავით; ბ.გ) პერანგი გრძელ სახელოებიანი; ბ.დ) პერანგი მოკლე სახელოებიანი ბ.ე) ქუდი წინაფრიანი ; ბ.ვ) ბერეტი; ბ.ზ) ჰალსტუხი; ბ.თ) მაისური მოკლე და გრძელსახელოებიანი.
ზამთრისა და საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებით: ა) ლაბადა;
ბ) მანტო; გ) პულოვერი კუთხოვანი ყელით. გ) საველე ფორმის ტანსაცმელი (ყველა წოდების სამხედრო მოსამსახურისათვის ერთნაირი). ფორმის კომპლექტაცია:გ.ა) ფარაჯა გრძელსახელოებიანი -კომუფლირებული;გ.ბ) მაისური მოკლესახელოებიანი – კომუფლირებული; გ.გ) შარვალი – კომუფლირებული; გ.დ) წყალგაუმტარი ქურთუკი (გამოსაკრავით ) – კომუფლირებული; გ.ე) კეპი – კომუფლირებული;
გ.ვ) პანამა კომუფლირებული. დ) სარიტუალო ფორმის ტანსაცმლის ზაფხული, ზამთრის, საგაზაფხულო- საშემოდგომო კომპლექტაცია (მხოლოდ მამაკაცებისათვის).
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო ფორმის საუკეთესო ნიმუშის გამოსავლენად 17 ივნისს „ღია კარის“ დღეც მოეწყო.
უწყების შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო ფორმები გამოიფინა.
„ღია კარის“ დღეზე დაინტერესებულმა პირებმა კონკურსთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე განმარტებები მიიღეს. კონკურსის ორგანიზატორებმა ქართველ დიზაინერებს ესკიზების შექმნისას გასათვალისწინებელ მოდელის სტილსა და კონსტრუქციის დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
საკონკურსო-საპრიზო თანხის საერთო ოდენობად 20 000 ლარი განისაზღვრა.
როდის გამოცხადდება განმეორებითი კონკურსი, თავდაცვის სამინისტროში ჯერ არ იციან.

10917573_335482629991260_403043625_n

http://mod.gov.ge/documents/tenders/tenderikonkursi.pdf

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები