ინდონეზიის სამაშველო სამსახურმა იავას ზღვაში, AIR ASIA -ს ავიალაინერის ძირითადი ნაწილი აღმოაჩინა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსი მარშალ სუპრიადი ამბობს, ავიალაინერის ძირითადი ნაწილი კილისგან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს. სწორედ იქ იმყოფება გარდაცვლილი მგზავრების 50 %.
AIR ASIA -ს ავიალაინერი ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით მიფრინავდა. ამინდის გაუარესების გამო, აფრენდიან 40 წუთში პილოტმა დანიშნულების შეცვლა მოითხოვა. რადარებმა ავიალაინერის კვალი სწორედ ამის შემდეგ დაკარგეს. ბორტზე მყოფი 162 მგზავრიდან ყველა გარდაიცვალა. მაშველებმა ამ დრომდე მხოლოდ 48 მგზავრის აღმოჩენა შეძლეს, მაგრამ მათ შორის მხოლოდ 32 მგზავრის ამოცნობა მოხერხდა. მიწვეულია 200 -მდე კვალიფიციური მედექსპერტი. ისინი გვამების ამოცნობაზე მუშობენ. სამძებრო გამოძიება იავას ზღვაში ამ წუთებშიც გრძელდება.