მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა გაიხსნა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტისთვის კი მოძრაობა ჯაჭვების გარეშეა ნებადართული.
აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ამასთან, სასაზღვრო – გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო მიმოსვლა 6 იანვრიდან აკრძალული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები