ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ტაავი რიივასის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ესტონელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
რამდენიმე წუთში დაიწყება ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართება. ტაავი რიივასი და ირაკლი ღარიბაშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

10409612_788131854611226_583569752811263682_n

10922442_788131857944559_7151438163935726954_n

10926389_788133817944363_2474210356045235891_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები