ნაოსნობის წესების დარღვევისთვის ფოთში თევზსაჭერი სეინერი დააკავეს

  შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფოთის საზღვაო რაიონში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს დროშით მცურავი თევზსაჭერი სეინერი “ZEKI EFE UCUNCUOGLU” დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სეინერის კაპიტნის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები