„აიპედს“ 16 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა

  ახალ ურენგოეში 16 წლის მოზარდი აბაზანაში „აიპედის“ დავარდნის შედეგად გარდაიცვალა. მას დენმა დაარტყა. გარდაცვლილი ალექსანდრე დედამისმა აღმოაჩინა. მან შეამოწმა, თუ რატომ იმყოფებოდა ბავშვი ამდენ ხანს აბაზანაში. როგორც “Life News” წერს, დედა აბაზანის კარებზე აკაკუნებდა, თუმცა ბიჭისგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. აბაზანის კარი შეამტვრიეს. გარდაცვლილი ბიჭი წყალში იწვა. მას გვერდზე ძვირად ღირებული პლანშეტი ედო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი ელექტროტრავმა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები