გუდაურში მოსახლეობას საკვები პროდუქტები მიაწოდეს

საქართელოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები, მთელი ღამის განმავლობაში, დიდთოვლობის ადგილებში იმყოფებოდნენ.
ყველა რთულ მონაკვეთზე მობილიზებულები არიან საქართელოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზვავსაშიშორება კვლავ მოსალოდნელია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ აკრძალულია.
მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ამ დილით გუდაურში საკვები პროდუქტების შეტანა მოახერხეს. ამ ეტაპისთვის ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები პროდუქტით სრულად არიან უზრუნველყოფილნი.

10893888_10152665694554779_1098422169_n 10904125_10152665694549779_1976452915_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები