დავით ნარმანია საშობაო ლიტურგიას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
საზეიმო ღვთისმსახურებას, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღავლინა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.