უცნაური შემთხვევა თბილისში
სამი შვილის დედას მარიამ კოდელაშვილს სამივე შვილი სხვადასხვა დროს, თუმცა ერთსა და იმავე დღეს შეეძინა. ბოლნისში მცხოვრები ნიკა ჯინჭარაშვილისა და მარიამ კოდელაშვილის ოჯახის სამივე ბავშვი 21 თებერვალს არიან დაბადებული. ოჯახის უფროსი შვილი, ვეფხია ჯინჭარაშვილი უკვე სამი წლისაა. რამდენიმე დღის წინ, 21 თებერვალს, მარიამ კოდელაშვილს ტყუპები – გია და გეგი შეეძინა. როგორც მრავალშვილიანი დედა მარიამ კოდელაშვილი აცხადებს, მისი მშობიარობა 5 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ტკივილების გამო სამშობიაროში გადაყვანა გახდა საჭირო. გია და გეგი 21 თებერვალს დაიბადნენ. შესაბამისად, ტყუპები და მათი უფროსი ძმა ერთ დღეს, 21 თებერვალს აღნიშნავენ დაბადების დღეებს. როგორც ექიმები აცხადებენ, მსგავსი დამთხვევები პერიოდულად ხდება, როდესაც დედმამიშვილები ერთი და იგივე თვეს და რიცხვში იბადებიან.