2015 ქალთა უფლებების წელიწადად გამოცხადდება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2015 წელს ქალთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადებს, – ამის შესახებ განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ 2014 წლის მუშაობის ანგარიშის შეჯამებისას გააკეთა.
ეკა ბესელიას განცხადებით, 2014 წელს კომიტეტში 12 000-მდე განცხადება შევიდა, საიდანაც უმეტესობა სასჯელაღსრულების სამინისტროსა და პროკურატურას ეხება.
მთლიანობაში ბესელია 2014 წელს დადებითად აფასებს, რადგან თვლის, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები