ფინანსთა სამინისტრო: საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა

2014 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, დღეს სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 45 მლნ ლარი შეადგინა.
„2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები უკვე გადაჭარბებით შესრულდა. მიმდინარე წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, წლის გეგმასთან (6 მლრდ. 820 მლნ ლარი) მიმართებაში გადაჭარბება შეადგენს 20 მილიონ ლარს”, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დღესვე 100%-ით შესრულდა 2014 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები