ახალგაზრდა, რომელიც “აჭარაბეთის” თანამშრომლებმა ჩამომხრჩვალი ნახეს, თავდაცვის უწყებაში მსახურობდა

დავით გელაშვილი, რომელიც “აჭარაბეთის” თანამშრომლებმა ჩამომხრჩვალი ნახეს, თავდაცვის უწყებაში მსახურობდა.
“კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე საკონტრაქტო სამსახურს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე მექანიზირებულ ბატალიონში ასრულებდა. როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 28 დეკემბერს დავით გელაშვილი დათხოვნაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ თვითმკვლობის ფაქტი სლოტ – კლუბ „აჭარაბეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. “კვირას“ ინფორმაციით, ყაზბეგის რაიონის მკვიდრი 20 წლის მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, „აჭარაბეთის“ დაცვის თანამშრომელმა შენობის გარეთ, იქ სადაც, გასათამაშებელი მანქანებია განთავსებული აღმოაჩინა.
„კვირას“ ინფორმაცია სლოტ – კლუბის მენეჯერმა ეკა კოტრიკაძემ დაუდასტურა. „ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩამომხრჩვალი იპოვეს, სლოტ – კლუბში არ ყოფილა. ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რადგან აღნიშნული პიროვნება ვიდეოკამერების გაშიფვრის შედეგად არსად დაფიქსირებულა“, – აღნიშნა ეკა კოტრიკაძემ.
შემთხვევა 28 დეკემბერს გამთენიისას, მოხდა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები