ეკა ბესელია: სააკაშვილის ინტერპოლით ძებნის დასაწყებად საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არსებობს



   მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის დასაწყებად საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არსებობს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სპეციფიკური და განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა საქმე ყოფილ პრეზიდენტს ეხება.
“რა თქმა უნდა, აღნიშნული პროცედურა გულისხმობს ქვეყნის გარეთ საერთაშორისო მექანიზმების ჩართვას. ბუნებრივია, სპეციფიკური და განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა საქმე პრეზიდენტს და ამ შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს ეხება. ასეთ ვითარებაში საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვით საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვს ძებნის გამომცხადებელ ორგანოს. საქართველოს მხარემ პროცედურები დაიწყო: მოხდა მიმართვა, დაპატიმრების ბრძანება ქვეყნის ტერიტორიაზე გამოჩენის შემთხვევაში გაცემულია, ბრალდება რამდენიმე ეპიზოდზე არის წარდგენილი. ახლა დარჩენილია ის საბოლოო ეტაპი, როდესაც საერთაშორისო ძებნის გამოცხადება უნდა დასრულედეს. ამ პროცესის საკმარისი საფუძველი არსებობს”, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
საქართველოს მთავარმა პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები