სოფლის მეურნეობის სამინისტრო რუსეთში პროდუქტის შეტანის თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ახალი წლიდან რუსეთში ქართული ხილისა და ბოსტნეულის შეტანა იკრძალება, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„რუსეთის ბაზარაზე ქართული პროდუქციის ექსპორტი 2013 წლიდან განახლდა. პირველ ეტაპზე რუსეთის ბაზარზე დაბალი ფიტოსანიტარიული რისკის, მოგვიანებით კი, მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის შემცველი პროდუქცია დაიშვა. ამ ეტაპზე საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური და მინერალური სასმელების, ასევე ბოსტნეულის, ხილის, ციტრუსის, მშრალი ხილის, სუნელების, ჩაის და დაფნის ექსპორტი ხორციელდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცხოველური წარმოშობის პროდუქციის, ცხვრის, თევზისა და თაფლის ექპორტის განსახორციელებლად“, – განმარტავენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები