აკაკი მინაშვილი: საერთაშორისო არენაზე სააკაშვილზე ძებნას არავინ არ გამოაცხადებს

საერთაშორისო არენაზე მიხეილ სააკაშვილზე ძებნას არავინ არ გამოაცხადებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიული სამყარო აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელმაც განახორციელა სერიოზული რეფორმები საქართველოში.
„ფაქტი იმისა, რომ წითელ ცირკულარზე არ ხდება მიხეილ სააკაშვილის დასმა, ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. საერთაშორისო არენაზე მიხეილ სააკაშვილზე ძებნას არავინ არ გამოაცხადებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც დევნის მიხეილ სააკაშვილს, არის საქართველო და ასევე მეორე მხარე, რომელსაც სააკაშვილის დევნა უნდა. ეს არის რუსთის ფედერაცია და პუტინი. დანარჩენი დემოკრატიული სამყარო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო და არის ის პოლიტიკოსი, რომელმაც განახორციელა სერიოზული, საფუძვლიანი რეფორმები საქართველოში“, – განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები