უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის დახმარების ფონდი შეიქმნა
“საქართველო უკრაინისთვის” – ასე ჰქვია საქველმოქმედო ფონდს, რომელიც უკრაინაში მებრძოლი ქართველების დასახმარებლად შეიქმნა.
როგორც ფონდის დამფუძნებლები განმარტავენ, ქართველ ჯარისკაცებს ყველა ხარჯის დაფარვა თავად უხდებათ და ხშირად საკვებისა და გადაადგილების უზრუნველყოფის პრობლემა აქვთ. ამიტომ ქართველი მოხალისეების მეგობრები “მებრძოლთა ღირსეული არსებობისთვის” შემოწირულობების შეგროვებას იწყებენ.
გახსნილია სპეციალური ანგარიში. ასევე მოქმედებს სატელეფონო ნომერი 0901900939. ზარის განხორციელება ყველა აბონენტს შეუძლია, ზარის ღირებულა ერთ ლარს შეადგენს.