პრემიერმა და შს მინისტრმა პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნეს (ფოტოკოლაჟი)

თბილისში, პეკინის გამზირის N46-ში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიებას ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოთხსართულიანი თანამედროვე შენობა კონკურსში გამარჯვებული პროექტის (ავტორი: არქიტექტორი – ნიკოლოზ წულაია) მიხედვით, 6 თვეში აშენდა. პოლიციის ახალი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახურის: ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფები განთავსდა. აღნიშნული სამსახურები დღემდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული. მათი ერთ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსება კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს კოორდინირებულ, ოპერატიულ და ეფექტურ საქმიანობას, მოქალაქეებისთვის კი ბევრად კომფორტული იქნება. ახალ ადმინისტრაციულ შენობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გათვალისწინებული სპეციალური პანდუსები აქვს.
აქამდე აღნიშნულ მისამართზე არსებული პოლიციის შენობა მოძველებული იყო, ვერ აკმაყოფილებდა სამშენებლო ნორმებს და ვერ უზრუნველყოფდა შსს-ს თანამშრომლებისთვის მუშაობის შესაბამის სტანდარტებს. ასევე, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციის მდგრადობა, ექსპერტიზის დასკვნით, 50-60% იყო შემცირებული და მისი გამაგრებითი სამუშაოების წარმოება მიზანშეწონილი არ იყო, ვინაიდან წინასწარი შეფასებით, აღნიშნული სამუშაოები ახალი მშენებლობის ტოლფასი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, 2014 წლის იანვარში დაიგეგმა არსებული შენობის დემონტაჟი და ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობა.

156009_949668535061909_7724487482375775679_n 10250167_949668371728592_8467179317164322099_n 10251886_949668191728610_8243945887778880562_n 10291782_949668138395282_7877235908233415995_n 10365935_949668141728615_8353575231227752886_n 10377015_949673468394749_7952699727724280483_n 10384844_949668425061920_634323396708546541_n 10392292_949673471728082_4912509839847321082_n 10393842_949668778395218_6642782598699066853_n 10408099_949668381728591_1425126953265527335_n 10410296_949668405061922_7016199860709810496_n 10420394_949668551728574_7903543096381706245_n 10846123_949668305061932_8718131240552141735_n 10846123_949668328395263_1410102154652529780_n 10846209_949668681728561_375581092769756574_n 10868121_949668285061934_7121080755643981256_n 10868295_949668601728569_5212189557088346817_n 10881610_949668238395272_5512820955651353802_n 10881945_949668635061899_350696330309300298_n 10885353_949668485061914_583079839869536624_n 10888425_949668658395230_419947266138975465_n 10888609_949668415061921_140995703840440675_n 10888639_949668268395269_5488701878181452845_n 10891685_949668255061937_3892548327516173296_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები