ცესკოს წევრობის 9 კანდიდატი პრეზიდენტთან წარსადგენად შერჩეულია
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს წევრობის კანდიდატურები განიხილეს. კონკურსში 37 პირი მონაწილეობს.
კომისიამ თითო ვაკანტურ ადგილზე სამი პირი შეარჩია და, შესაბამისად, პრეზიდენტს დღეს 9 კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან ექვსს გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად შვიდი დღის ვადაში გადაუგზავნის.
კომისიის წევრების თქმით, შერჩევისას კრიტერიუმი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი იყო და რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირება მაქსიმალურად გამოირიცხა.