ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრთა კრიტერიუმები დამტკიცდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და სხვადასხვა უწყებაში გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. უწყებათშორისი საბჭოს დღევანდელ სხომაზე დამტკიცდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დასადგენად საჭირო პროცედურების მწარმოებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შერჩევის კრიტერიუმები.
საუბარი შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურაში მხოლოდ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე მომუშავე საპილოტე განყოფილებების შექმნის მნიშვნელობას. ასევე განხილულ იქნა სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დაჩქარების საკითხი. სხდომას, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები