ილია მეორე: მე ვხედავდი იმ მადლს, რომელიც მოეფინება და, რომელიც ეფინება საქართველოს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა ქადაგება სიტყვების – “ჩვენთან არს ღმერთი” განმარტებით დაიწყო.
“ეს სიტყვები სწერია ბიბლიაში და მოსვლისთანავე, 1977 წლის 25 დეკემბერს, მე ვგრძნობდი, რომ ჩვენთან არს ღმერთი. მე ვგრძნობდი, ვხედავდი იმ გაჭირვებას, რომელშიდაც იყო საქართველო და ჩვენი ეკლესია. ამავე დროს, მე ვხედავდი, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ღმერთთან და ღმერთი იყო ჩვენთან ახლოს. ამიტომ ამ 37 წლის მანძილზე არასდროს სასოწარკვეთილება არ ყოფილა ჩემში. მე ვხედავდი ღვთის წყალობას, იმ მადლს, რომელიც მოეფინება და, რომელიც ეფინება საქართველოს. ბიბლიაში წერია, ვინც ღმერთს უყვარს, იმას უგზავნის განსაცდელებს, წმინდა მამები როდესაც ცხოვრობდნენ უდაბნოში და განსაცდელში არ იყვნენ, წუხდნენ, ღმერთმა დაგვიგვიწყაო. ღმერთმა არ დაგვყივიწყა და არასდროს არ დაგვივიწყებს იმიტომ, რომ “ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა”. ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია მოწყალე და მოსიყვარულე გულით”, – აღნიშნა უწმინდესმა.
სვეტიცხოველში დღეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის და პატრიარქის აღსაყდრების 37 წელთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა გაიმართა.