სურვილი მაქვს, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს გირაო შეუფარდონ – სესიაშვილი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ე.წ. კაბელების საქმეზე გირაო უნდა შეეფარდოთ.
ამის შესახებ სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. რაც შეეხება დაკავებული ექსმაღალჩინოსნებისთვის დეპუტატების თავდებში ყოფნას, სესიაშვილის თქმით, მან ეს ამბავი გვიან გაიგო.
„სურვილი მაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს გირაო შეუფარდონ. მას შემდეგ, რაც გამოძიება ძირითად საკითხებს გაივლის, მათ გირაო უნდა შეეფარდოს“, – განაცხადა სესიაშვილმა.