„სააკაშვილმა იმდენი სისხლი დაღვარა, წარმოდგენაც კი შეგზარავს“

2008 წლის აგვისტოს ომის შემოქმედი ხელისუფლება, რომელმაც ამდენი ტერიტორია რუსეთს ჩააბარა, სხვის რუსულ ორიენტაციაზე არ უნდა საუბრობდეს, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. შევარდნაძე საეჭვოს უწოდებს “ნაციონალების“ განცხადებას, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდეს, რათა უკრაინის მოვლენები საქართველოშიც განმეორდეს. ექპრეზიდენტი ვარაუდობს, რომ უკრაინის მოვლენების საქართველოში განმეორების დიდი სურვილი თავად “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
“არ მგონია, მათი შეფასებები ვინმეს აინტერესებდეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემოქმედი ხელისუფლება, რომელმაც ამდენი ტერიტორია რუსეთს ჩააბარა, სხვის რუსულ ორიენტაციაზე არ უნდა საუბრობდეს. რაღაც ძალიან საეჭვოა მათი განცხადება – საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის მოვლენები ჩვენთან განმეორდესო. ეჭვი მაქვს, რომ თავად აქვთ ამის დიდი სურვილი. სხვათა შორის, მათთან სიფრთხილეა საჭირო, რომ ისევ რაიმე პრვოკაციაში არ გაგვხვიონ“,-აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.
ამასთან, ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპა და ამერიკა ისეთივე პრონციპულნი უნდა ყოფილიყვნენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიმართ, როგორც ეს იანუკოვიჩის ხელისუფლების შემთხვევაში მოხდა.
“იგივე ევროპა და ამერიკა ასეთივე მკაცრი და პრინციპულნი რომ ყოფილიყო სააკაშვილის მიმართ, რომელმაც 7 ნოემბერს ხალხი მოწამლა, 26 მაისს კი რუსთაველის გამზირი საკუთარი ხალხის სისხლით შეღება, მათი სამართლიანობა და დემოკრატიულობა კიდევ უფრო სარწმუნო და დამაჯერებელი იქნებოდა. სამწუხაროდ, მოხდა პირიქით და სააკაშვილი დღეს ამერიკიდან იძლევა რჩევებს – როცა საჭირო გახდა, მე სისხლი კი არ დავღვარე, გადავდექიო. სააკაშვილმა იმდენი სისხლი დაღვარა, წარმოდგენაც კი შეგზარავს და ეს კარგად იცის ამერიკამაც და ევროპამაც. უბრალოდ სააკაშვილის შემთხვევაში ამაზე ერთმაც და მეორემაც თვალი დახუჭა, რატომ – ეს კიდევ გასარკვევია“,-აცხადებს შევარდნაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები