„ინა გუდავაძემ მოსკოვში ბადრის უკანონო შვილს ქონება წაართვა"

  პატარაკაციშვილის ოჯახისთვის ღირსებაზე მნიშვნელოვანი ფული აღმოჩნდა. ინა გუდავაძემ მოსკოვის სასამართლოს მეშვეობით ბადრის ვაჟიშვილს ის ქონება წაართვა, რაც მემკვიდრეობით მამისგან ეკუთვნოდა – ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ესაუბრა. მისი თქმით, პატარკაციშვილის უკანონო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, ყოველგვარი ფულისა და ქონების გარეშე დარჩა. გელბახიანის განცხადებით, პატარკაციშვილი აღიარებდა უკანონოდ გაჩენილ ვაჟიშვილს და მას ანდერძის მიხედვით, შესაბამისი ქონებაც დაუტოვა.
„მოგეხსენებათ, ბადრი პატარკაციშვილს არაკანონიერი ქორწინებიდან მოსკოვში ვაჟიშვილი ჰყავდა, რომელსაც ცნობდა და აღიარებდა და რომლისთვისაც ქონების მესამედის დატოვება უნდოდა, მაგრამ ვინაიდან კანონიერ ქორწინებაში ინა გუდავაძესთან იმყოფებოდა, ამ ქალბატონმა სასამართლოში დააყენა საკთხი, ანდერძის ეს ნაწილი გაუქმებულიყო. მოსკოვის სასამართლომ გუდავაძის სარჩელი დააკმაყოფილა… როგორც ვიცი, უკანონო მეუღლე ვაჟიშვილთან ერთად საქართველოშიც იყო ჩამოსული საკთხის გასარკვევად და კუთვნილ ქონებას ითხოვდა – არ ეკადრება ბადრის ოჯახს, ვაჟიშვილი ლუკმაპურის გარეშე დატოვოსო, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, მათი არანაირი მოთხოვნა არ გათვალისწინებულა“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები