პრეზიდენტმა „Reuters“-ს რატიფიცირების პროცესსა და საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებზე ინტერვიუ მისცა
ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სააგენტო „Reuters“-ს სატელეფონო ინტერვიუ მისცა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს მთავარი მიზნისკენ – ევროკავშირის წევრობისკენ. ინტერვიუს დროს პრეზიდენტი რუსეთის სავალუტო კრიზისსა და უკრაინის კონფლიქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამით საქართველოს ეკონომიკაც დაზარალდა. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა წელიწადში 5-6 %-ით მაინც იზრდება.