დე ფაქტო აფხაზეთის “ადგილობრივი თვითმმართველობის” “არჩევნები” 2016 წლისთვის გადაიტანეს
დე ფაქტო აფხაზეთის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების“ „დეპუტატების“ უფლებამოსილების ვადა 2016 წლის 3 აპრილამდე გაგრძელდა. ამის შესახებ „აფხაზეთის რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპუტატების უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ კანონშია ნათქვამი“, – წერს „იტარ-ტასი“. ეს „კანონი“ „სახალხო კრების“ სესიაზე ორშაბათს, 15 დეკემბერს მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების“ შემადგენლობა 2011 წლის 12 თებერვლის „არჩევნების“ შედეგად დაკომპლექტდა.