ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ვლადიკავკაზიდან წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები ჩააბრძანეს
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ვლადიკავკაზიდან წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები ჩააბრძანეს. ინფორმაციას რუსული მედია მამა სერგეი კოკოევზე დაყრდნობით ავრცელებს.
“წმინდა ნაწილები ცხინვალის წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში ერთი კვირა დარჩება. წმინდა გიორგი სამხრეთ ოსეთში ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანო წმინდანია, ამიტომ გადავწყვიტეთ მისი წმინდა ნაწილები ჩვენს რესპუბლიკაში ჩამოგვებრძანებინა, რათა მართლმადიდებლებმა მასთან მიახლება შეძლონ”, – აცხადებს მოძღვარი. მისივე თქმით,, 21 დეკემბერს წმინდა ნაწილების ტაძრიდან გამობრძანება და ცხინვალის გარშემო მორწმუნეთა მსვლელობაა დაგეგმილი.